Dialogi.ge contact@dialogi.ge

რა არის სისტემური განლაგება?

რა არის სისტემური განლაგება? 15:51:45 2023-09-26

რა არის სისტემური განლაგება?

დიალოგში ვაანონსებთ სისტემური განლაგების ტრენინგს, რომელიც ტარდება მოქშა ფეიქარის ხელმძღვანელობით. აღნიშნული 3 დღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის და ასევე მათთვისაც, ვისაც სურს შეეხოს პიროვნული განვითარების საკითხებს სისტემური კუთხით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება სიმპტომები რომლებიც შესაძლო ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ. 

სისტემური განლაგების პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული ბლოკირებების გადაჭრას ეხმარება, რომელიც ოჯახურ სისტემაში ოჯახის წევრების ურთიერდამოკიდებულებებში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.

ამასთან ერთად მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ. ვორკშოპის დროს აქცენტი გვექნება იმაზეც, თუ როგორ გავაცნობიეროთ ჩვენი სიმბიოზური დამოკიდებულებები და რა გვაკლია შინაგანი ავტონომიურობის ინტეგრაციისთვის.

რაც შეეხება თვითონ მეთოდს, იგი შეიქმნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ, ვინც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კურნავდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, როგორც ოჯახის განკუთვნადობის გზას, არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებებიც.

ჰელინგერი ნელ ნელა ხვდებოდა შთამომავლობითი თვისებების და მათი ტრანსგენერაციული ტრავმის ეფექტების შედეგების მნიშვნელობას ინდივიდის ცხოვრებაში. მღვდლობის დატოვების შემდეგ 1960 იან წლებში, ჰელინგერმა ბევრი მასწავლებლისგან შეისწავლა თანამედროვე ფსიქოლოგია. მის სამუშაოზე გავლენა იქონიეს:

ალფრედ ადლერმა - რომელმაც თეორიულად მიუთითა, რომ ინდივიდი და ოჯახის სისტემაში მისი ურთიერთობა ერთმანეთთან კავშირშია,

ჯაკობ მორენომ - ფსიქოდრამის დამფუძნებელი,

ვან ბოსორმონილ ნაჯიმ - ტრანსგენერაციული სისტემური აზროვნების პიონერი,

მილტონ ერიკსონმა - ჰიპნოთერაპიის პიონერი,

ერიკ ბერნემ - ცხოვრების სცენარების კონცეფციის შემადგენელი,

ვირჯინია სატირმა - ოჯახური ქანდაკებების შემქმნელი - რაც საოჯახო განლაგების წინამორბედადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს დამანგრეველ ოჯახურ დინამიკებს, რომლების შესაძლოა ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული. განლაგებას როგორც წესი, ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები ოჯახის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ზოგჯერ სხვა ცნებებსაც ან პიროვნების ნაწილებსაც წარმოადგენენ, როგორიცაა გული, სხეული და გონება. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღდგეს მოვლენათა წესრიგი და სიყვარულს ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად მიედინებოდეს სისტემაში. ეს მეთოდი სხვაგვარადაც მუშაობს ინდივიდუალური სესიების დროს, სადაც პატარა ფიგურები შეიძლება ოჯახის წევრების წარმოსადგენლად იყოს გამოყენებული., ან სადაც უბრალოდ ოჯახის წევრები გონებაში შეიძლება იყვნენ წარმოსახულნი. ან ზოგჯერ მარტივი და განმმარტებელი წინადადებების გამოყენების საშუალებით შეიძლება შებოჭილობების გამოხსნა. ყველას შეუძლია მოიპოვოს თავისი ადგილი და ამითი ახალი წესრიგი წარმოისახება: სიყვარულის წესრიგი. ეს წარმოსახული სურათი ახდენს შინაგან განმკურნებელ ეფექტს.